სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას გამართავს, თუმცა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეთანხმებული არ არის.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრა უახლოეს მომავალში ბრიუსელში გაიმართება, რომლის შუამავალი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელია.
ფაშიანიანის თქმით, იმედი აქვს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდება