უკრაინაში საქართველოს ელჩისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიცემული დრო ამოიწურა. საქართველოს ელჩი უკრაინაში საქართველოში ბრუნდება. პრეზიდენტის მოთხოვნით, ელჩი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დამატებით კონსულტაციებს გამართავს.გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, სადაც მან საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. ზაქარაშვილის განცხადებით, რუსეთის ინტერვენციის დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
უკრაინა საქართველოს შორის არსებულ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად ეხმაურებიან.