საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში წლიურად 37%-ით მეტი თანხა შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურად ეს თანხა დაახლოებით 23 მილიონი ლარით გაიზარდა.
კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში დაახლოებით 87 მილიონი ლარი შევიდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში - 35 მილიონი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 52 მილიონი ლარი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი აღნიშნული დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში სულ 63 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდა.