Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ ახალი აპლიკაცია შექმნა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, აპლიკაცია Threads-ი მისი ჩაშვებიდან რამდენიმე საათში უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა.
მისივე განცხადებით, Meta-ს ახალი აპლიკაცია მიკრობლოგ Twitter-ის კონკურენტი გახდება და მისი შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Twitter-ის მფლობელმა ელონ მასკმა არაერთი ცვლილება გაატარა და საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია.
როგორც ცნობილია, Threads-ის მეშვეობით Twitter-თან შედარებით უფრო ვრცელი პოსტების დაწერა იქნება შესაძლებელი