ისრაელში ქალაქ თელ-ავივის პოლიციის მეთაურის, ამი ეშედის გადადგომას პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თელ ავივის გზატკეცილი გადაკეტეს. თელ-ავივის ოლქის მეთაურმა, ამი ეშედმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრებს ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება სურდათ.
ეშედის განცხადებიდან მალევე ქუჩებში ათასობით მომიტინგე გამოვიდა, რომელთაც ისრაელის დროშები ეკავათ და თელ ავივის გზატკეცილზე მსვლელობისას „დემოკრატიას“ სკანდირებდნენ.
აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. ისრაელის მედიის ცნობით, თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 20 000 ადამიანი გამოვიდა.