მექსიკის შტატ ოახაკაში ავტობუსის ხევში გადავარდნას, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19 - დაშავდა. მედიის ინფორმაციით, ავტომობილი მეხიკოდან ოხაკასის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 12 დაშავებული მგზავრის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულ მგზავრებს შორის ერთი ჩვილია.გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა.