ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბელარუსში გასამხედროებული დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლების მხოლოდ მცირე რაოდენობა ჩავიდა. მისი თქმით, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების მოქმედებებს აფრიკაში აგრძელებს. ამავდროულად, მათი ნაწილი უკრაინაშია, მაგრამ არა ფრონტის ხაზზე.