რუსული ძალების მიერ შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით ძლიერი ავიაიერიშები ლვოვის მიმართულებითაა. რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა და მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ამ დროისთვის ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი.