პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დღეს თავდაცვის კოდექსი უნდა განეხილათ, ჩაიშალა. ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ოპოზიციამ კენჭიყრის გავლაზე უარი თქვა, რის გამოც ქვორუმი არ შედგა და სხდომა ჩავარდა. გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს ოპოზიციის ნაწილი თაღლითობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატი, როსტომ ჩხეიძე ქართულ ოცნებას შეეკრა და დარბაზში არ მყოფი დეპუტატების ნაცვლად დასწრების ღილაკზე ხელი მიაჭირა. რა ხდებოდა პარლამენტში, აკეთებს თუ არა კომენტარს თავად როსტომ ჩხეიძე.