ქართულ ოპოზიციაში უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაწვევის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ზელენსკის ეს ნაბიჯი მოულოდნელი და შემაშფოთებელია. მათივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო მეტად გამძაფრდება.