2022/23 სეზონურ წელს თხილის გლობალურ მწარმოებლებს შორის საქართველო მე-6 ადგილზეა. ამის შესახებ თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშში არის ნათქვამი. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ 14 800 ტონა თხილის გული აწარმოა. გლობალურ წარმოებაში საქართველოს წილი 3%-ს შეადგენს.
ამასთან, აღსანიშნია, რომ ბოლო 2 წელში, თხილის გულის გლობალურმა მოსავალმა 585 150 ტონა შეადგინა, რაც გასული ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.