მეისონ მაუნტმა „ჩელსიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 24 წლის ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა ჩაწერა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
„თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე წერილობით დამშვიდობება იყო. მინდა, გითხრათ, თუ როგორი მადლიერი ვარ თქვენი მხარდაჭერის. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი უკმაყოფილო იქნება ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ახლა ეს ჩემს კარიერას სჭრდება“, – განაცხადა მეისონ მაუნტმა და ლონდონის „ჩელსის“ ყველაფერი საუკეთესო უსურვა.
პრესაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაუნტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს.
მეისონ მაუნტი „ჩელსის“ აღზრდილია. მან ლონდონურ კლუბში 195 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 33 გოლი და 37 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში კი მან ანგარიშზე სამი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.