მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „სამეფო კლუბში“ ბოლო სეზონს იმუშავებს. 2024 წლის ზაფხულიდან იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. ეს ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა დაადასტურა.
როდრიგესის ცნობით, ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს 2024 წელს კოპა ამერიკაზე უხელმძღვანელებს. მისი კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე იქნება ძალაში.
ანჩელოტის მისვლამდე ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი უნდა გახდეს ფენანდო დინიზი, რომელიც შეათავსებს პოსტებს ეროვნულ გუნდსა და „ფლუმინენსეში“.