საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ქვეყნის მერებთან შეხვედრისა პოტენციურ ზომებზე ისაუბრა, რაც მიზნად სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ისახავს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, სოციალური ქსელების რეგულირება ან გათიშვა გახდეს საჭირო.
აღნიშნულ საკითხზე მაკრონმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც საფრანგეთის მთავრობამ ხაზი გაუსვა სოციალური ქსელების როლს ქვეყანაში მომხდარ არეულობაზე, რაც პოლიციელის მიერ სროლის შედეგად 17 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ მაკრონმა Snapchat-სა და TikTok-ს პასუხისმგებლობის აღებისკენ საჯაროდ მოუწოდა და პლატფორმებიდან მგრძნობიარე შინაარსის შემცველი მასალის ამოღება სთხოვა.