უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავდასხმის სიმულაციას გეგმავდნენ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რაც შესაძლოა, რუსეთისთვის ახალი ბოროტების ჩადენის საბაბი გახდეს.
ზელენსკიმ პარტნიორების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მანვე გასული დღის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებები გამართა.
ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში პარტნიორებს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.