ჩინეთმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა. ბორელის სპიკერის, ნაბილა მასსრალის ცნობით, ჩინურ მხარეს მათთვის ვიზიტის გაუქმების მიზეზი არ განუმარტავს. ბორელი პეკინში მომდევნო კვირას უნდა ჩასულიყო და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრა გაემართა.