საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და თბილისში დაბრუნება სთხოვეს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. უწყების ცნობით, პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების გამო,ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს.