საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინასა და ზელენსკიზე წერს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომია, მისმა პრეზიდენტმა "ადამიანურობის ეტალობი" გამოაჩინა.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის.როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან.ასევე დიდი მადლობაАндрій Єрмак Михаил Подоляк Dmytro Kuleba" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. დიპლომატები უკრაინაში საქართველოს ელჩს უკვე შეხვდნენ. მათი დავალებაა - ელჩი კონსულტაციების გასავლელად თბილისში დაბრუნდეს და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს. აღნიშნული გადაწყვეტულება ზელენსკიმ მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა გამოჩნდა.