ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევრორეკომენდაციების შესრულების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ისაუბრა და განმარტა, რომ ევრორეკომენდაციების 80% შესრულებულია. მისივე თქმით, რისკები კანდიდატის სტატუსისის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს რომ დეკემბერში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ღირსეულად მიიღებს.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებსა და ირაკლი კობახიძის შორის კამათი დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის და მედია თავისუფლების შესახებ გაჟღებულ განცხადებებს მოჰყვა.