საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 183 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 463 440 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 932 796 ადამიანს აქვს, ჯამში დაახლოებით 40 მილიარდი ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82.7% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მაისის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის კრედიტი სულ მილიონ ნახევარ მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.9 %-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 126 340-ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 766 214 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 მილიარდ ლარდ აჭარბებ. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 132 811 მსესხებელს უფიქსირდება. კიდევ 22 406 ადამიანს კი, ჯამში 468 მილიონი ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 278 ადამიანს უფიქსირდება.