დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერის ამბოხების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას პირველად მიიღებს.
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს ვირტუალურად დაესწრება.
მედიის ცნობით, წელს ორგანიზაციის მასპინძელი ქვეყანა ინდოეთია და შესაბამისად, ღონისძიებას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი უხელმძღვანელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ლიდერები უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს განიხილავენ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლაც.