ლონდონის სასამართლომ მსახიობ კევინ სპეისის წინააღმდეგ საქმის განხილვა დაიწყო. პროცესის დაწყებისას პროკურორმა, კრისტინ ეგნიუ ქეისიმ სპეისის სექსუალური მოძალადე უწოდა.
პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს მიმართა, რომ მათი დიდი ნაწილი კევინ სპეისის შეიძლება იცნობდეს, როგორც ძალიან პოპულარულ მსახიობს. თუმცა ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ამასთან ერთად მსახიობი სექსუალური მოძალადეცაა.
"სპეისი არის კაცი, რომელიც პატივს არ სცემს სხვის პირად სივრცეს და ყველა ზღვარს კვეთს. როგორც ჩანს, ის არის კაცი, რომელიც სხვებს თავს უძლურად და უხერხულად აგრძნობინებს და ამით იღებს სიამოვნებას. ის სექსუალური მოძალადეა". - თქვა პროკურორმა.
სექსუალური ძალადობის საქმეზე კევინ სპეისის პროცესი 4 კვირა გაგრძელდება.
კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა 2017 წელს დაადანაშაულა. ერთ-ერთი ბრალმდებელი მსახიობი ენტონი რეპი იყო. 2022 წლის ოქტომბერში რეპის საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო 4 საქმეში სასამართლომ მსახიობი უდანაშაულოდ ცნო.