უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, დღეს დილით რუსულმა არმიამ ქალაქი ხერსონი დაბომბა. მათივე ცნობით, რუსეთმა მორიგი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახელი დაზიანდა და ორი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, უკრიანის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, არსებულ ცნობბებს მოიცავს.
გენშტაბის ცნობით, 3 ივლისს ოკუპანტებმა კიდევ 770 სამხედრო, 2 ტანკი და 9 ჯავშანტექნიკა დაკარგეს. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები 231 000-ზე მეტ ჯარისკაცს, 4 000-ზე მეტ ტანკს და 8 000-მდე ჯავშანტექნიკას მოიცავს.