საქართველოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა ადამიანის უფლებების შოკისმომგვრელი დარღვევაა და პასუხისმგებელი პირები უნდა დაექვემდებარონ „მაგნიტსკის“
სანქციებს ყველა ქვეყანაში, რომლებსაც „მაგნიტსკის“ კანონმდებლობა აქვთ, - ამის შესახებ "მაგნიტსკის აქტის" ავტორი, ბილ ბროუდერი „ტვიტერში“ წერს.
მისი შეფასებით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული წამება.
„სასამართლო სხდომიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემზარავი კადრები გამოჩნდა. ვინც ამბობს, რომ მას ცუდად არ ეპყრობიან, უნდა ნახოს ეს სურათები. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული წამება. ეს კაცი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, -დაწერა ბილ ბროუდერმა „ტვიტერზე“.