მესამე პრეზიდენტის გამოჩენას ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი კვლავ აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მას შესაბამის დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანა ესაჭიროება. ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.