ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს ანგარიშს წარადგენს. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებს იმედი არ აქვთ, რომ ,,ქართული ოცნებას" დავალებების შესრულების კუთხით ამჯერად მაინც ექნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას 12 -დან სრულყოფილად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია.