ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ადგილობრივების ინფორმაციით, გზის ის მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, სახიფათოა და მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.