ტოკიოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველთა განცხადებით, მათ ფანჯრებიდან გამომავალი კვამლი დაინახეს. მათი თქმით, ტერიტორიაზე გაზის სუნიც იგრძნობოდა.