სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ადამინის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და ძალადობის პრევენციის საკითხებს.