ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 11-12 ივლისს NATO-ს რიგით 74-ე სამიტს დაესწრება ვილნიუსში. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი 9 ივლისიდან, 5-დღიანი ვიზიტით წავა ევროპაში და სამ ქვეყანას ეწვევა. აშშ-ის პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს ფინეთში, ლიეტუვასა და დიდ ბრიტანეთში.