აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ამბობს რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სამყაროსთვის თითით იყო საჩვენებელი, მისივე თქმით საქართველოს ადამიანები სტუმრობდნენ რათა ესწავლათ, რა გააკეთეს მათ, რის ხარჯზე შეძლეს ასე ეფექტურად დაეღწიათ თავი პოსტ კომუნისტური მარწუხებისათვის და დემოკრატია ეშენებინათ. მაკფოლი ინტერვიუს ბოლოს წუხილს გამოთქვამს და განმარტავს რომ ტრაგიკულია ის, რაც დღეს ხდება საქართცელოში და ზაფხულში რამოდენიმე კერძო პირის და კომპანიის სასანქცირებას აანონსებს.