ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე ბოევიკების სამეთაურო ცენტრზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, მათი სამიზნე დაკვირვებისა და დაზვერვის ცენტრი და იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსების ადგილი, ასევე ბოევიკების კოორდინაციისა და კომუნიკაციის კერა იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალები რეიდებს რეგულარულად ახორციელებენ ჯენინში, სადაც პალესტინელ ბოევიკებს, მათ შორის „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადს“ ასობით შეიარაღებული მებრძოლი ჰყავთ განთავსებული.