აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ამბობს რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სამყაროსთვის თითით იყო საჩვენებელი. მისივე თქმით, საქართველოს ადამიანები სტუმრობდნენ რათა ესწავლათ, რა გააკეთეს მათ, რის ხარჯზე შეძლეს ასე ეფექტურად დაეღწიათ თავი პოსტკომუნისტური მარწუხებისათვის და დემოკრატია ეშენებინათ ამ რეგიონში. მაკფოლი ინტერვიუს ბოლოს წუხილს გამოთქვამს და განმარტავს რომ ტრაგიკულია ის, რაც დღეს ხდება საქართველოში და ზაფხულში რამოდენიმე კერძო პირის და კომპანიის სასანქცირებას აანონსებს.