იურგენ კლოპის გუნდი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ლივერპულმა ლაიპციგიდან დომინიკ სობოსლაი ოფიციალურად გაიფორმა. უნგრელმა მერსისაიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ლივერპულს ამ ფეხბურთელში 60 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწია. ცნობილია ისიც, რომ 22 წლის ნახევარმცველი 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სობოსლაი ლაიპციგის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. 22 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ყველა ტურნირში 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლთან ერთად 13 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
სობოსლაი გერმანულ კლუბს ზალცბურგიდან შეუერთდა. ის 2019/20 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ ეს ლივერპულისთვის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს უკვე მეორე შენაძენია. კლოპის გუნდმა რამდენიმე ხნის წინ ბრაიტონიდან ალექსის მაკ ალისტერი გაიფორმა.