საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მომავალ წელს პარიზში გასამართი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი დაკარგა. აღნიშნული საკითხი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუშინ უკრაინასა და საფრანგეთს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა.
ოლიმპიადის ევროპის ზონის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები იმ შემთხვევაში ითამაშებდა, თუ მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ინგლისისა და საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდები მოხვდებოდნენ.
ინგლისმა ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გორდონის გოლით პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა, მაგრამ საფრანგეთმა რუმინეთში გამართულ მატჩში უკრაინასთან ანგარიშით 1:3 წააგო. ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტი საფრანგეთი იყო, თუმცა ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა მიხაილო მუდრიკმა მისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. პირველ ტაიმში მოპოვებულ პენალტს მან ულამაზესი საგოლე გადაცემაც დაამატა.
ამ შედეგების გარკვევამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გუნდი შეკრებაზე დატოვა. უკრაინის გამარჯვებით ევროპის ზონიდან ოლიმპიადის სამი საგზური ესპანეთმა, ისრაელმა და უკრაინამ მოიპოვეს, მესამე საგზურის გათამაშების საჭიროება საჭირო აღარ გახდა.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისი-ისრაელი და უკრაინა-ესპანეთი დაუპირისპირდებიან. პირველ ნახევარფინალს 5 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.