კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს ICT კლასტერის მიერ ორგანიზებულ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმზე, რიგით მესამე შეხვედრას უმასპინძლა და დღის თემად, “ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაცია, ტელეკომი და ციფრული წიგნიერება” წარმოადგინა.
სესიის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოში მედიაწიგნიერების დონის ამაღლების, ციფრული პოტენციალის გაუმჯობესების, ასევე, ტელეკომ ბაზრის ხელშეწყობისა და სტარტაპ-ეკოსისტემის გამოწვევების შესახებ, პანელურ დისკუსიებზე იმსჯელეს.