მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ჩვენს მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტის არსებობის შანსები 7%-ია. ამის შესახებ arXiv-ზე გამოქვეყნებული კვლევისგან გავიგეთ.
მკვლევრების ვარაუდით, ეს იდუმალი პლანეტა ოორტის შორეულ ღრუბელშია. საუბარია სფერულ რეგიონზე, რომელიც სავსეა ყინულოვანი ფრაგმენტებითა და კომეტებით. ოორტი ტრილიონობით კილომეტრითაა დაშორებული.
ოორტის ღრუბელი შედგება მრავალი მცირე ზომის ციური სხეულისგან და გარს აკრავს მთლიან მზის სისტემას.
სად შეიძლება იმალებოდეს ყინულის გიგანტი?1906 წელს პერსივალ ლოუელის იდეების შთაგონებით, სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი იმ იდეის ერთგული რჩება, რის მიხედვითაც, ჩვენს მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა იმალება. მას მეტსახელად "პლანეტა X"-იც უწოდეს. თუ ის არსებობს, სავარაუდოდ, პლანეტა ნეპტუნის მიღმა უნდა იყოს.
ახალ კვლევაში, საერთაშორისო ჯგუფმა მოახდინა ადრეული მზის სისტემის არასტაბილური მექანიკის სიმულაცია. მათი თქმით, ყინულოვანი გიგანტი სავარაუდოდ ბევრად უფრო შორსაა, ვიდრე ეს ლოუელს წარმოედგინა.
კვლევის თანახმად, გიგანტური პლანეტები, როგორიცაა იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი, ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. მათი ძლიერი გრავიტაცია კი ახალგაზრდა მზის სისტემის დესტაბილიზაციას იწვევდა.