საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა და მათ გამოცდების წარმატებით დასრულება და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება უსურვა. სამების ტაძარში წირვას ესწრებოდნენ თავად აბიტურიენტები. საქართველოში ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება.