"ჯორჯიან ეარვეისის" საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მისი კომპანიის დასანქცირების საკითხს ეხმაურება. თამაზ გაიაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით, აბსურდს და უსამართლობას უწოდებს. მისი შეფასებით, მის დასანქცირებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ამიტომ იმედს გამოთქვამს, რომ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აირზენას წინააღმდეგ სანქციების შემოღება ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. ოპოზიციის აზრით კი ყველასთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ქართული ოცნება ანტიუკრაინულ პოლიტიკას აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს და მის დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს, სანქციები დაუწესდა.