საფრანგეთში, პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო სამშაბათს დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება, ქალაქ მარსელში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენ გაზი გამოიყენა და სულ მცირე 56 ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციები გაიმართა პარიზში, ლილიში, ლიონში, ნიცასა და სტრასბურგში, სადაც სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. სიტუაციის გასაკონტროლებლად შაბათს ქვეყნის მასშტაბით 45 000 პოლიციელი იყო მობილიზებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 1 ივლისის ღამეს, 486 ადამიანი დააკავეს.