საჭიროა სიგნალი, რომ ომის შემდეგ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, სწორედ ეს არის მოწვევა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„ვილნიუსის სამიტზე ძალიან მკაფიო გასაგები სიგნალი გვჭირდება, რომ უკრაინას შეუძლია და უფლება აქვს ნატო-ს თანაბარუფლებიანი წევრი გახდეს ომის შემდეგ. სწორედ ეს არის მოწვევა… ჩვენთვის ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას რეალურად სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ არა როგორც წევრობის ალტერნატივა, არამედ იმ დროისთვის, სანამ უკრაინა ნატო-ს წევრი არ გახდება.