აშშ-ს არმიის გენერლის მარკ მილის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა ხანგრძლივი და „ძალიან სისხლიანი“ იქნება.
მილის თქმით, მას არ უკვირს, რომ პროგრესი უფრო ნელია, ვიდრე ვარაუდობდნენ.
„უკრაინელ სამხედროებს კარგად დანაღმული ტერიტორიების გადალახვა უწევთ, მაგრამ ისინი მაინც წინ მიიწევენ. ომი ქაღალდზე და ნამდვილი ომი - სხვადასხვა ცნებებია. ნამდვილ ომში ნამდვილი ადამიანები იღუპებიან. ძალიან რთული იქნება და არავის უნდა ჰქონდეს ზედმეტი ილუზიები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარკ მილიმ.