სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი ითამაშებს - „ფროსინონემ“ გიხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი ითამაშებს. იტალიური ფეხბურთის ელიტაში გადასული „ფროსინონეს“ სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანჯელოციმ დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ 20 წლის თავდამსხმელს მალე კონტრაქტს გაუფორმებენ.
ანჯელოციმ ქართველის ტრანსფერის შესახებ Sky Sport-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ქართველი ტალანტის, გიორგი კვერნაძის ტრანსფერი გადაწყვეტილია. ის კვირას ჩამოვა, ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ მის კლუბთან (ბათუმის „დინამოსთან“) უკვე შევთანხმდით.
კვერნაძესა და კვარაცხელიას ერთი აგენტი ჰყავთ. ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და მისი გვჯერა. ავიყვანეთ და იმედია, ის ჩვენს გულშემატკივრებს გაახარებს“, – განაცხადა „ფროსინონეს“ სპორტულმა დირექტორმა.
გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად სერია A-ში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობდა („კრემონეზეში“), მაგრამ მისი გუნდი სერია B-ში გავარდა და ჯერ უცნობია, საქართველოს ნაკრების მცველი კარიერას სად გააგრძელებს. გიორგი კვერნაძის ტრანსფერი დაადასტურა