ინდონეზიის კუნძულ იავაზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დედამიწის ზედაპირიდან 25 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ქვეყნის კატასტროფებზე რეაგირების სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, ერთი კი ემსხვერპლა. მათივე ცნობით, მიწისძვრის შედეგად ასობით სახლი, სასწავლო და სამედიცინო ობიექტები დაზიანდა.