ქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენცია სალომე ზურაბიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ის უკრაინელ ქალებს მიეძღვნება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფერენცია მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კონფლიქტს ეხება. ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია ბურიჩიც. ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებიც. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, კონფერენციაზე ქართული ოცნების ლიდერი ქალებიც მიიწვიეს, თუმცა ისინი ღონისძიებაზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.