ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, დაცვის მხარე საპატიმრო ღონისძიების ნაცვლად, გირაოს, 20 ათასი ლარის შეფარდებას მოითხოვდა. შემთხვევა 27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო ბრლდებულმა მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობა განახორციელა.