რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მორიგ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, დასავლეთთან დიპლომატიური კონტაქტების იმავე მოცულობის აუცილებლობას, როგორც წარსულში იყო ვერ ხედავს. ლავროვის თქმით, დასავლეთთან ურთიერთობაში რუსეთი სანქციებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა. მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა აბსურდული გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველა ნორმისა და წესის გვერდის ავლით, დასავლეთის ზეწოლით მომზადდა. ლავროვმა, „ვაგნერის“ ამბოხის მცდელობის შემდეგ რუსეთის სტაბილურობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ნებისმიერი სირთულიდან ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდის. მან ხაზი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობასაც გაუსვა.