ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს 27 ივნისს მასზე თავდასხმის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღონ. მშვილდაძე ჩანაწერების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად კამერების ჩანაწერები არ უნდა დაიკარგოს. როგორც დაზარალებული განმარტავს, პოლიციას ჩანაწერები ამ დრომდე არ ამოუღია.