"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტ ნიკოლა ბეერს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება იყო. გიორგი ვაშაძის განცხადებით,"ალდე", არის დღემდე ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც უპირობოდ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას". ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, უზარმაზარი საფრთხეა შექმნილი მმართველი ძალის დესტრუქციული ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირება დაიწყოს.