საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე ¼ ფინალში გასვლით ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი მიიღო. ეს თემა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად აქტიუალური გახდა, რადგან აქამდე საქართველოს მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია საჭიროა იმ შანსის განხილვა, რომლის შემთხვევაშიც საქართველო 21 წლამდე ნაკრები ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.
ოლიმპიადაზე 16 ნაკრები იღებს მონაწილეობას, მათგან 4 ადგილი კი ევროპას ეკუთვნის. აქედან 1 უკვე დაკავებულია და ის საფრანგეთს, როგორც მასპინძელს განაღდებული აქვს. დარჩენილი 3 ვაკანტური ადგილი კი ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე გათამაშდება, რომლისთვისაც საფრანგეთის გარდა ინგლისიც ვერ იბრძოლებს, რადგან პარიზის ოლიმპიადაზე გაერთიანული სამეფოს ოლიმპიური ნაკრები წარსდგება და შესაბამისად ამ ლიცენზიას ინგლისის 21 წლამდე ნაკრები ვერ გამოიყენებს. წესით ოლიმპიადის საგზური ფინალისტებსა და მესამე ადგილოსანს ეკუთვნის. იმ შემთხვევაში თუ საფრანგეთი და ინგლისი ¼ ფინალის ბარიერს ვერ დაძლევენ, მესამე ადგილოსანის გამოსავლენად მატჩი ბუქარესტში 7 ან 8 ივლისს გაიმართება. მაგრამ თუ ან საფრანგეთი ან ინგლისი ან ორივე ერთად ½ ფინალში გავლენ, მაშინ ოლიმპიადაზე დარჩენილი ორი ½ ფინალისტი და საუკეთესო მე-5 ადგილოსანი მოხვდება. საუკეთესო მე-5 ადგილოსნის გამოსავლენად კი დაინიშნება დამატებითი შეხვედრა საუკეთესო წაგებულ ¼ ფინალისტებს შორის, რომელიც 7 ან 8 ივლისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება. საუკეთესო წაგებული ¼ ფინალისტის გამოსავლენა კი შემდეგი წესით და თანმიმდევრობით ხდება, ნაკრებები, რომლებიც ყველაზე ნაკრები სხვაობით წააგებენ, თუ ეს მაჩვენებელი 3 ან 4 ნაკრებს მსგავსი ექნება, მაშინ ის ნაკრები, რომელმაც ¼ ფინალში მეტი გოლი გაიტანა, თუ აქაც იდენტური მაჩვენებელი აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში დაითვლიან ყვითელ ბარათებს, გუნდს რომელსაც ნაკლები ექნება მიღებული ის ჩაითვლება უპირატესად და თუ ამ გზითაც ვერ გამოვლინდა ამ შემთხვევაში უკვე წილისყრა გაიმართება.